„დიდი ხანი ვეჭიდავე, მაგრამ შედეგი გამოიღო, მაინც!“ – მუსიკოსმა და მსახიობმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, საკუთარ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებისგან თავი დაღწევაზე ისაუბრა.
როგორც კაბუ ამბობს, სიფხიზლეს უკვე 3 წელია ინარჩუნებს.
„არავინ არ ელოდებოდა ჩემგან ამას..
ყველაფერი ჯერჯერობით არ დამიკარგავს, ჯანმრთელობის გარდა..
კედელივით ვიყავი, ახლა გაბზარული კედელივით ვარ.
ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს ყველაფერს, ჩემ შემთხვევაში მიზეზი რატომაც თავი დავანებე – იყო დაღლა.
დამოკიდებულ ადამიანს არ ესმის სიტყვები: „თავი დაანებე..“
ეს არ არის ავადმყოფობა და ჩვევა – ეს არის პირდაპირი ბოროტება, რომელიც მიმართულია ადამიანის განადგურებისკენ..
დიდი ხანი დამჭირდა მიმხვდარიყავი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ანტიდეპრესანტებს ვიღებდი ორი კვირა, მერე უკვე თვითონ უნდა იყო ანტიდეპრესანტი საკუთარი თავის..
შემეძლო ახალი ჰიტების შექმნა ამ პერიოდში, მაგრამ მეზარება.. არ იწერება, ვერ ვხვდები რა ვუთხრა ადამიანებს..
არ ვფიქრობ რომ გავქრები, არ გამიკეთებია ცოტა რომ უკვალოდ გავქრე,“ – ამბობს კაბუ.