LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“ – ლევან წულაძე

150
2025-01-21_22-17-14_759103

ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს, – ამის შესახებ რეჟისორმა, ლევან (ჭოლა) წულაძემ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

მისივე თქმით, უდანაშაულო ბავშვების პატიმრობას ვერ შეეგუება ვერავინ.

„პასუხს მოითხოვს სიტუაცია, გაიყინა ყველაფერი, მთავრობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ელოდება, როდის ჩაქრება ეს პროტესტი. უდანაშაულო ბავშვების პატიმრობას ვერ შეეგუება ვერავინ. დოის ყველა წამოწყებაში მის გვერდით ვიდგები.

ეს დღეები თეატრი ისედაც ყველაზე აქტიური იყო. ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“, – განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა დაანონსა, რომ 23 იანვარს ხალხს საპროტესტო მანიფესტზე ელოდება. რეჟისორები და მსახიობები სცენის ნაცვლად ქუჩაში გამოვლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g