LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს არის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე არ ჩანს“- კოვიდმა უკეთ დაგვანახა, რა სუსტია ჩვენი ეკონომიკა

89
thumb

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ კოვიდმა უკეთ დაგვანახა, თუ რა სუსტია ჩვენი ეკონომიკა.

,,ეს არის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე არ ჩანს“- ასე შეაფასა მან კორონავირუსის პანდემიისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე „პალიტრანიუსის“ ეთერში. ჭყონია ამბობს, რომ კომპანიები გაძლებაზე და მომავლის იმედად არიან.

„ერთადერთი უკეთესი მდგომარეობაა მათთვის, ვინც პირველადი პროდუქციის წარმოებასა და იმპორტშია ჩართული. ადამიანები ძლებენ ახალი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის, ჭურჭლის და სათამაშოების გარეშე და იკმაყოფილებენ პირველად მოთხოვნილებებს”,- განმარტავს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ჭყონია იმასაც ამბობს, რომ არსებული რეალობა ათობით კომპანიის დახურვას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g