LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კეთროვანთა სია, ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ, არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში“ – ქადაგიძე დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე

222
გიორგი ქადაგიძე, ბიძინა ივანიშვილი

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას, რომელიც თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ეხმაურება.

როგორც „პირველებთან“ ქადაგიძე ამბობს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სანქცირებულთა სიაში შესაძლო შეყვანა, ივანიშვილის კომპანიებს სრულ იზოლაციაში მოაქცევს. მისი თქმით, „ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში“:

„ეს არის კეთროვანთა სია. არ არის მარტივი ამბავი არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. მათი შვილები დასავლეთში სწავლობენ და რომც არ სწავლობდნენ, რეპუტაციულად კატასტროფაა, როდესაც მაგნიტსკის სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო.

გავა წლები, დასრულდება რეჟიმი, მაგრამ ამ სიაში ადამიანები, კომპანიები ჯგუფები რჩებიან სამუდამოდ. ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, "დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g