LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი: ლელო

50
lelo

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმას ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულ ფაქტს გმობს.

“ესეც მოხდა.. ხმა აღარ მაქვს” – ხათუნა სამნიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ

„სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი. მსგავსი ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები აზარალებს ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხს ელოდება.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გმობს ყველანაირ ძალადობას და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, ხელს უწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

„როგორ თუ მეფეს მიგინებთ.. ნახე, რას გიზამო, ერთი დათომაც იცნო..“ – ხათუნა სამნიძე მასსა და დავით ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g