LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის მყინვარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.. მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას გვიჩვენებს“ – რა ფოტოებს ავრცელებს გლაციოლოგი 

3400
Untitled design (3)

გეოგრაფი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში იმ მყინვარის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ ფოტოები 2010 და 2012 წლებშია გადაღებული და ამ პერიოდში მყინვარი მნიშვნელოვნად შემცირდა:

„ეს არის მყინვარი „თბილისა“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას 2010-2012 წლებში.

სწორედ ასეთი დიდი შემცირების გამო 2012 წელს ჩვენი საველე კვლევის დროს მყინვარის მარკირება ვეღარ შევძელით.

საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ მყინვარების მნიშვნელობას კავკასიის რეგიონისთვის და გარკვეული ციფრებიც მოვიყვანოთ.

1. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 320 კვ კმ-ით (23%) შემცირდა. შედარებისთვის ეს იგივეა, რაც მთლიანი აბაშის რაიონის ფართობი (322 კვ კმ). კიდევ უფრო მეტი შედარებისთვის, ამ პერიოდის შემცირება ოთხჯერ მაღალია 1911-1960 წლების ანალოგიურ მონაცემებთან. სამჯერ მაღალი, ვიდრე ეს იყო 1960-1986 წლებში, და ორჯერ მაღალი, ვიდრე იყო 1986-2000 წლებში. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/

2. ჩვენს მიერ ჩატარებული მეორე კვლევა ადასტურებს, რომ ფართობის შემცირების პარალელურად, მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა, და მოცულობა. მაგალითად, მყინვარების სისქეში შემცირების საშუალო წლიური მონაცემები 2000-2010 წლებში შეადგენდა 50 სანტიმეტრს, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 1.5-ჯერ იყო მომატებული და შეადგენდა 75 სანტიმეტრს.

საერთო ჯამში, ჩვენი მონაცემებით, 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ეკვივალენტია. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში Atmosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://www.mdpi.com/2073-4433/13/2/256“, – წერს ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში.

 

❄️ეს არის მყინვარი თბილისა რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის…

Posted by Levan Tielidze on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

ვითარება შოვში: სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g