რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის ზონაში სამძებრო – სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ღამით, სპეციალური განათებების საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ბოლო ცნობებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ – ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში