LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ნონსენსი, პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ: რატი იონათამიშვილი

55
მელია რატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, ეს არის ნონსენსი“.

მისი თქმით, ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ ვის რა ინტერესი აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის დადებას მუდმივად ცდილობენ, თუმცა, მნიშვნელოვანი სხვაობაა საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე გამოიტანს,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო: ლევან ბეჟაშვილი

მე მიკერძოებული ვარ, მაგრამ გლობალურად თუ შეხვედავთ ვადამდელი არჩევნები საჭიროა, აუცილებელია, ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა შეწყდეს: აკო მინაშვილი

“ჩინჩალაძის მონა ხარ” – მელია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g