LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო: ლევან ბეჟაშვილი

113
ლევან ბეჟაშვილი

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ სასამართლოს ხელისუფლებისა და მოსამართლისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო და რეალურ შეთანხმება მიღწეულიყო, რათა ქვეყანასა და საზოგადოებას ეგრძნო, რომ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს პასუხისმგებლობით ეკიდებიან,” – ამის შესახებ “ფორტუნას” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, პროცესზე საკმაოდ ბევრი ხალხია შეკრებილი და განსხვავებით პირველი პროცესისა, ასევე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც.

“ეტყობა, რაღაც საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები და შესაძლოა ხალხის დაკავებას აპირებენ. თვითონ პროცესთან დაკავშირებით, მოლოდინი არსებობს, რომ ბოლოს და ბოლოს პროცესი დაიწყება და მოსამართლეს მოუწევს აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობის გადაწყვეტილების გადასინჯვაზე მსჯელობა. ვინაიდან კრიზისი თითოეულ მოქალაქეზე ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური მდგომარეობის სახით და ეს მათ ყოველდღიურობაში აისახება,” – გვითხრა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, პარტიაში ფიქრობენ, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც თავის დროზე გახარიას განცხადების გარდა, თავად „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებმაც დაადასტურა და შესაბამისად, მისი გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

დასმულ შეკითხვაზე – რა გაგრძელება ექნება ამ პროცესს, იმ შემთხვევაში, თუკი ხელშესახები შედეგი ვერ დადგა, ენმ-ს წევრი ასე გვპასუხობს:

“გაგრძელება ამ პროცესისა იქნება ის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნდება და ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანია – ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა უნდა დასრულდეს. ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვება პოლიტიკური პროცესისა და მოლაპარაკებების განახლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, რაც საბოლოო ჯამში  „ქართული ოცნების“ ჩამოშლას გამოიწვევს, რადგან არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და სოციალურ გამოწვევებს, ეს მთავრობა ვერ გაუმკლავდება, თუ ხალხისა და პოლიტიკური პროცესისგან მხარდაჭერა არ ექნება.

ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ კრიზისში შეიყვანს და ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს,”- აღნიშნა ბეჟაშვიმა და ყურადღება 15 მაისის აქციაზე გაამახვილა.

“რა თქმა უნდა, აქციებიც გაგრძელდება და 15 მაისის აქცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი ამოწურულია, ყველა ნდობის კრედიტი ამოწურულია, ამიტომ ერთადერთი რჩება აქტიური პოლიტიკური პროცესის განახლება ქუჩაში და 15 მაისი ამ მხრივ, ერთ-ერთი გადამწყვეტი თარიღი უნდა იყოს,” – უთხრა ბეჟაშვილმა “ფორტუნას.” 

 

 

 

mazda magti 5g