LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მიკერძოებული ვარ, მაგრამ გლობალურად თუ შეხვედავთ ვადამდელი არჩევნები საჭიროა, აუცილებელია, ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა შეწყდეს: აკო მინაშვილი

92
BeFunky-collage

აუცილებელია, ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა შეწყდეს, -ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკო მინაშვილი, ნიკა მელიას დღევანდელ სასამართლო პროცესს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რაიმე მოლოდინებზე საუბარი რთულია.

“საღი აზრი თუ გააჩნია ხელისუფლებას, დღეს ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული. თუ არადა, ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ყველანაირი წნეხი კიდევ უფრო გამძაფრდება”- აღნიშნავს “ფორტუნასთან” აკო მინაშვილი.

რაც შეეხება მოლაპარაკების ბედს, მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა და მთავარი მოთხოვნები – ვადამდელი არჩვენების და პოლიტპატიმრების საკითხი პარტიული ინტერესის საგანი არ არის.

მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს და საპყრობილე არ დატოვოს, ეს ნიშნავს, რომ მათ უნდათ პროცესი პოლიტიკურად გამოიყენონ: მაჭარაშვილი

“ბუნებრივია, მე მიკერძოებული ვარ, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მაგრამ გლობალურად თუ შეხვედავთ ვადამდელი არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს,რადგან ამ ხელისუფლებას დღეს არ აქვს ლეგიტიმაცია. “ნაციონალურ მოძრაობას” 37 ადგილი აქვს პარლამენტში, ჩვენ რომ გვქონდეს რაიმე თანამდებობის ან თბილი ადგილის ძებნის სურვილი, პარლამენტში ვიქნებოდით და უფრო კომფორტულ ვითარებაში ვიქნებოდით. ახლა მოლაპრაკებებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების მხრიდან მზაობას ვერ ვხედავ”.- განაცხადა აკო მინაშვილმა.

შეკითხვაზე, თუკი ნიკა მელია დღეს გათავისუფლდება, ამ ფაქტმა რა შეიძლება შეცვალოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში, მინაშვილი ამბობს, რომ აქციებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო: ლევან ბეჟაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g