LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს და საპყრობილე არ დატოვოს, ეს ნიშნავს, რომ მათ უნდათ პროცესი პოლიტიკურად გამოიყენონ: მაჭარაშვილი

54
Untitled design (4)

“კითხვები ეკუთვნით ოპოზიციას, თავად ნიკა მელიასა და მის ადვოკატებს, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე ციხეში დარჩეს და ამას არც მალავენ.” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციას სურს, პროცესი პოლიტიკურად გამოიყენონ.

ნიკა მელიას პროცესი იწყება: “ოცნებისთვის” ორივე გადაწყვეტილება თავის ტკივილია”

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს ცხადად ჩანს, შესაბამისად, კითხვები სწორედ მათ ეკუთვნით:

“კითხვები ეკუთვნით ოპოზიციას, თავად ნიკა მელიასა და მის ადვოკატებს, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე ციხეში დარჩეს და ამას არც მალავენ. ნიკა მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს და საპყრობილე არ დატოვოს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ პროცესი მათ უნდათ გამოიყენონ პოლიტიკურად. ეს არის ცხადი და კითხვები უფრო მეტად მათ ეკუთვნით.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლაპარაკებები იმართებოდა გუნდში, მინდა გითხრათ, რომ გუნდში კონსულტაციები იმართებოდა იქამდე, ვიდრე ნიკა მელიას იმუნიტეტის საკითხი იხილებოდა. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს გუნდში კონსულტაციები იმართება, რადგან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. ვმსჯელობდით გუნდში, იქნებოდა თუ არა მართებული იმუნიტეტის შეჩერება.” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად მელიაც.

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცოტახანში გახდება ცნობილი. ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ მელია დარბაზიდან გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათისთვის გადაინიშნა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო, იმისათვის, რომ ნიკა მელიას შესაძლებლობა ჰქონოდა, საკუთარ სასამართლო პროცესბს დასწრებოდა.

 

ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო: ლევან ბეჟაშვილი

 

პოპულარულები