LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩინჩალაძის მონა ხარ” – მელია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

91
nika

ჩინჩალაძის მონა ხარ, – ასე მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.

ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია სასამართლოს შეურაცხყოფის გამო პროცესიდან გააძევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარტიის ცენტრალურ ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ დააკავეს.

დაკავებას კი წინ პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა უძღოდა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა მელიას გამოშვება, კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იმისათვის, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესი განახლებულიყო: ლევან ბეჟაშვილი

მე მიკერძოებული ვარ, მაგრამ გლობალურად თუ შეხვედავთ ვადამდელი არჩევნები საჭიროა, აუცილებელია, ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა შეწყდეს: აკო მინაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g