LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი” – ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

141
ბაკურიანი (6)

საქართველოს სამთო კურორტმა ბაკურიანმა, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, წარმატებით უმასპინძლა

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დასრულდა.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 42 ქვეყნის 700- მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 სახეობაში 30 შეჯიბრი შედგა.

მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარდა.

ფედერაციის გენერალური მდივნის მიშელ ვიონის განცხადებით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იქცეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყნად:

"ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!" - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

“ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ”.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო ორგანიზატორები იყვნენ მთის ტრასების სააგენტო (MTA) და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია (GSF).

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში იყო, ის პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი – ჯამური მოცულობით 307 000 მ3), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში შვეიცარია უმასპინძლებს.

 

“სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანის შესახებ