LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიმედოვნებ, მალე ქართველ სპორტსმენებსაც ვიხილავთ საპრიზო ადგილებზე” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია

117
ფ (7)

“გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ”, – ამბობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა, დინ გოსპერმა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ზამთრის სპორტის სახეობების მხარდაჭერაზე ისაუბრა:

"სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს" - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანის შესახებ

"დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი".

“თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატია ჩემპიონატთა შორის. გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ამ სახეობის მიმართ.

ძალიან თანმიმდევრულია საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და ხელისუფლების თანამშრომლობა მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან.

ინფრასტრუქტურა მართლაც გამორჩეულია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს კი, საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ.

ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, რომ მალე ქართველ სპორტსმენებსაც ვიხილავთ საპრიზო ადგილებზე”.

“ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი