LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი

138
სგგ

“ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!” – აცხადებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში, მოკლე დროში, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა:

“ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. ბაკურიანში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა მცირე დროში. ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით ფინალური ეტაპების ჩატარებით”, – აღნიშნა რობი მორესმა.

“სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანის შესახებ