LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაკურიანი, საქართველო – საოცარი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ” – “ევროსპორტის” კომენტატორი

147
ბაკურიანი (3)

“ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ”, – ასეთ კომენტარს აკეთებს “ევროსპორტის” კომენტატორი ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.

ბრედ ჯეი მაყურებელს ბაკურიანისა და საქართველოს მონახულებას ურჩევს:

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

მეწარმეებთან ერთად ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ  ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები.

“ბაკურიანი, საქართველო – საოცარი ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ. წარმოუდგენლად კარგი თოვლი, ხალხი და არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა. საორგანიზაციო გუნდმა, უდიდესი სამუშაო გასწია მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩასატარებლად”.

შეგახსენებთ, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. ბაკურიანში მოეწყო ოლიმპიური სოფელიც.