10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. თუმც, 67 წლის მსახიობი აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი 44 წლის მეუღლესთან, ემმა ჰგემინგთან ერთად ჰარი სიატლსის კონცერტს დაესწრო. ემმამ „ინსტაგრამზე“ არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა, განსაკუთრებული აღფრთოვანება კი წყვილის ემოციურმა ვიდეომ დაიმსახურა, სადაც ისინი ერთმანეთს ხელებზე ეფერებიან.
„ეს არის სიყვარული“, „ძალიან ემოციური კადრებია“, – წერენ კომენტარებში.
აი ასე ზრუნავენ გოგონები ბრიუსზე – დემი მური უილისების „შერეული ოჯახის“ ფოტოებს ავრცელებს
აფაზიის უმძიმესი დიაგნოზის შემდეგ, ბრიუს უილისი არ ნებდება და ფანტასტიკურ ფორმაშია