რამდენიმე დღის წინ, ჰარი სტაილსის გამართულ კონცერტს ჯენიფერ ენისტონი სტუმრობდა. ის პირველ რიგში იჯდა და აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს არტისტის პერფორმანსს. უეცრად ცეკვის დროს, ჰარის ტყავის შარვალი გაეხა. ის მთელი სიმღერის განმავლობაში პირსახოცმოხვეული იყო. აღნიშნულმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
„ჯენიფერი აღფრთოვანდა“, „რა სახით უყურებს“, „უმაგრესი ვიდეოა“, – წერენ კომენტარებში.
ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ორ წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
ვიდეო: „პოპის პრინცი ხარ“ – ჰარი სტაილსმა ჯონ ტრავოლტას საკულტო იმიჯი გაიმეორა