ბიზნესმენსა და მუსიკალურ პროდიუსერს, ლაშა ბასლანძეს, რომელიც 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, მეგობრები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
ვიდეო: „ჩემო იმედო… რა ვქნა ახლა მე…“ – ლევან კირვალიძე ლაშა ბასლანძის ვიდეოს გვიზიარებს
27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ემოციურ კადრებს ავრცელებს სოციალურ ქსელში მოდელი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც და წერს:
„გუშინდელი ღამე გადავიტანეთ თუ გადატანა ჰქვია, ეს ჭრილობა კიდევ უფრო მძაფრად მახსენებს ჩემს შეუხორცებელ ნაიარევს“ – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ.

															