LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ემოციურ ფონზე ვთქვი, ასეთი რამ გულში არ მქონია – მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-თან თავის აფეთქებაზე

96

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ განცხადებაში, რომელიც მან 31 მაისს აქციაზე გააკეთა, რომ სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას გეგმავდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს, სუს-ში, დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

“იმ განცხადებაში, რაც მე გავაკეთე, არავითარი დანაშაული არ იკვეთება. ეს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე. მე არც მიფიქრია და არც მქონია ასეთი რამ გულში. ჩემს ადგილას სხვა უფრო მეტსაც იტყოდა. სამი თვის შემდეგ ჩემი დაკითხვა იმიტომ ხდება, რომ ყველანაირად ცდილობენ რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისცენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს მისთვის სულერთია.

“როგორი მოლოდინი უნდა მქონდეს?! ეს სამყარო ამათ ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდა აქ ვყოფილვარ და გინდ იქით, სულ ფეხებზე მკიდია უკვე,” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g