ნიკო კვარაცხელიას დედა, იზო ომაძე, სოციალურ ქსელში ნიკოს ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ნიკო ფოტოზე მტრედზე მიუთითებს..
ამ კადრმა ნიკოს დედას ზვიად გამსახურდიას სიტყვები გაახსენა.
„მტრედი ასოციაციაა სულიწმიდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ.
ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ”❤️??
ზვიად გამსახურდია
სრულიად შემთხვევით გუშინ აღმოვაჩინე, რომ ეს ფოტო შარშან მარიამობასაა გადაღებული და ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვები გამახსენდა.
მტრედზე მიგვითითა ჩვენმა ბიჭმა და გაფრინდა??❤️
მას მერე დავსდევთ და ჩვენს ფირზე არაერთი ქვეყნის მტრედია აღბეჭდილი, ისინიც სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ…. ❤️?
სოციალურ სივრცეში აქტიურობა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი სურვილი, მაგრამ სხვა გზა არ დატოვა ბოროტმა, ღვთისმშობლის მადლი გვიან შემოდგომამდე მაინც გაჰყოლოდა ღვთის მგმობელებს?
⬇️⬇️⬇️
28.08.21.“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.’
ნინო ზამბახიძე: „ნიკოს ანი – ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა!“