LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა, წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე… – ნიკო კვარაცხელიას საცოლე

12748
ანა და ნიკო

საზოგადოებისთვის ამ დრომდე გაუგებარი რჩება, რატომ მოკლეს უნიჭიერესი ბიჭი ნიკო კვარაცხელია, რომელსაც უამრავი გეგმა დარჩა განუხორციელებელი.

ნიკოს ჰყავდა შეყვარებული ანა.

ანას ბაია დვალიშვილი ესაუბრა.

ნიკოს და ანას მთელი ცხოვრების გეგმები ჰქონდათ, როგორ უნდა ეცხოვრათ და როგორ უნდა ემუშავათ ერთად.

ახლა ეს ადამიანი მარტოა, მაგრამ ევალება ძალიან დიდი საქმე. ნიკოსთან ერთად დაწყებული საქმის გაგრძელება.

გადაცემა „ბაიასთან“ ანა ბაგდასაროვა ნიკოსთან გაცნობის ისტორიას იხსენებს.

ვიდეო – მშობლებმა გავუგზავნეთ სათვალე… ველით ნიკოს ფოტოს, როგორ მოიხდენს და ნიკო არ გვიგზავნის – ვრთავთ საინფორმაციოს, სადაც თქვეს, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს – როგორ შეიტყვეს მშობლებმა ნიკოს მკვლელობის შესახებ

„ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველ დღეს და პირველივე დღიდან დავმეგობრდით.

ნიკო სულ მხიარული და აქტიური იყო. სწავლის პროცესში პირველი კურსის ბოლოს უკვე ჰქონდა „ფიიდსის“  გაკეთების იდეა. 17 წლის იყო და როგორც კი 18 წლის გახდა, მაშინვე დაარეგისტრირა.

ლექტორები აღნიშნავდნენ, რომ ის გამორჩეული და ნიჭიერი იყო. ყველასგან გამოირჩეოდა, პროფესორებთან დისკუსიაში შედიოდა, ყველაფერზე მსჯელობდა“. – იხსენებს ანა.

როგორ გაიგო ნიკოს გარდაცვალება:

„სახლში ვიყავი და მეზობელმა დამირეკა. მითხრა, ჩამოდიო. არ დავიჯერე, რომ ნიკო იყო, მაგრამ მაინც ჩავედი.

ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, იმ დღეს შეხვედრაზე გავიდა. დაახლოებით სამ საათზე და დაახლოებით ერთ საათში დამირეკა მეზობელმა. ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა.  წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე.

მე და მის მეგობრებს მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს და კიდევ რამდენიმე პროექტი.

ნიკოს გარეშე ძალიან რთულია მუშაობა“. – ამბობს ანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g