LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გახდა უზარმაზარი გამოცდა ათასობით მოსკოველი ოჯახისთვის“ – მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთში მობილიზაცია დასრულდა

54
მობილიზაცია რუსეთში

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.

ამის შესახებ მოსკოვის მერი სამხედრო კომისრის მონაცემებზე დაყრდნობით ირწმუნება და წერს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები და თავდაცვის სამინისტროს დავალება სრულად შესრულდა.

„მობილიზაცია გახდა უზარმაზარი გამოცდა ათასობით მოსკოველი ოჯახისთვის, რომელთა მამები, ქმრები და ვაჟები ახლა ჯარში გადიან. თუმცა, ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, მოსკოველთა პასუხისმგებლობის, მოვალეობის გრძნობისა და პატრიოტიზმის გამო,“– ნათქვამია სობიანინის განცხადებაში.

სობიანინის თქმით, მობილიზაციის პუნქტები მოსკოვში 17 ოქტომბერს 14სთ-ზე დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანა რუსეთის ათასობით მოქალაქემ დატოვა, ბევრი კი სამხედრო გაწვევას უკვე შეეწირა.

პესკოვი: NATO უკრაინის კონფლიქტში დე ფაქტო ჩაერთო – ეს გვაიძულებს სხვა ძალების მობილიზებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g