ექსპერტი გია ხუხაშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება და მას „შინაარსობრივ იდიოტიზმს“ უწოდებს.
„საქართველოს მთავრობა ესტონეთთან და ლიეტუვასთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში გადადის…
გარდა მარტივი “ამაყი” ვირეშმაკობისა, რეალური “პოლიტიკური იმპოტენციის” ფონზე, ეს განცხადება გახლავთ შინაარსობრივი იდიოტიზმი.
ცალმხრივი შეიძლება არსებობდეს სიყვარული, სიძულვილი…
ცალმხრივი მეგობრობა ბუნებაში არ არსებობს…“, – წერს გია ხუხაშვილი.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.