LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ“ – სოსო გოგაშვილი ახალ წერილში მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს

39
BeFunky-collage

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წერს, რომ ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ სიმართლეა.

გოგაშვილი ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ მორიგ გზავნილში ჰყვება, როგორ ჩაერთო სუსი „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლეზე ზეწოლის პროცესში.

“ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი.

ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუსში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუსში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) – მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას.

ამხილე და გადარჩებით”, – წერს სოსო გოგაშვილი.

ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას – ვოლსკი ყოფილი მოსამართლეების განცხადებებზე

ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, 14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის” გვერდზე ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მოსამართლის, ანა ღელეყვას ინტერვიუ გავრცელდა.

„ამას ვამბობ პირველად“ – ყოფილი მოსამართლე მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს

ანა ღელეყვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი “მათდამი ერთგულება იყო” და ეს მას პირდაპირ უთხრა ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო.

ხუთი დეპუტატი ყოფილი მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g