LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გვერდი გადაიფურცლა, მივდივართ წინ – მელია პარლამენტში მივიდა

47
yfulfyl

კითხვაზე, აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას, პარტიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ პარლამენტში შესვლით უკვე გადაიფურცლა ერთი გვერდი და ახლა პროცესი მიდის წინ.

ნიკა მელიას განცხადებით, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს, ხოლო სხვა პარტიებმა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს საჭიროდ.

ოპოზიციონერი ლიდერი “ქართული ოცნების” მმართველობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში თაობებს უკან წევს და ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან ცლის:

“ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. ყველა ადამიანი, ვინც დღეს, არ განიცდის სიდუხჭირეს და ასეთები არიან მხოლოდ და მხოლოდ ორი პროცენტი, ისინიც კი არ არიან ბედნიერები. რომც გქონდეს შენ დღეს ამ ქვეყანაში სოციალური გარანტიები, არ ღელავდე მატერიალური თვალსაზრისით შენს მომავალზე, რომ ქონდეს მზარდი განკვარგვადი შემოსავალიც კი ოჯახს, უბრალოდ არ გაქვს მთავარი რაც ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, რადგან ერთხელ ვიბადებით და ვერ ვცხოვრობთ 100, 110 წელი და კიდევ უფრო მეტი, სამწუხაროდ, არ აქვთ ბედნიერება.

“ქართულმა ოცნებამ” ეს შესაძლებლობაც კი გააქრო. ხომ შეიძლება ნებისმიერი ხელისუფლება აბა თუ იმ ეტაპზე იყოს წარუმატებელი, მაგრამ მასში ხედავდე პოტენციალს. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებით.” – თქვა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g