LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იმისთვის, რომ ჩემ სახლთან ჩასაფრებული 11 ფოტოგრაფი შემეშვას“ – ბლეიკ ლაივლი ფოტოების სერიას ავრცელებს

392
page

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილს ელოდებიან. 35 წლის ბლეიკმა მუცელი „ფორბსის“ ღონისძიებაზე გამოაჩინა.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილს ელოდებიან

როგორც ჩანს, მსახიობი, რომელიც შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, უკვე შეწუხდა პაპარაცების გადამეტებული ყურადღებით და გადაწყვიტა, საზოგადოების ინტერესი თავად დააკმაყოფილოს. მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც წამოზრდილი მუცლით პოზირებს.

„აი ჩემი ორსულობის ფოტოები რეალური ცხოვრებიდან, ეს იმისთვის, რომ  ჩემ სახლთან, ჩასაფრებული 11 ფოტოგრაფი შემეშვას. თქვენ მე და ჩემ შვილებს გვაშინებთ“, – წერს ვარსკვლავი.

ბლეიკ ლაივლი რაიან რეინოლდსის გვერდით ბედნიერებისაგან ბრწყინავს – ყველასათვის საყვარელი წყვილის კაშკაშა გამოჩენა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Blake Lively (@blakelively)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები