LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ინფორმაცია მათთვის არის, ვისაც წონაში დაკლება სურს…“ – როგორ ვიკვებოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით, ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე საკვები პროდუქტების ნუსხას გვთავაზობს

4274
ნინო ვაშაკიძე

თუ წონაში დაკლება გინდათ, როგორ ვიკვებოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით და როგორ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე სისხლის ჯგუფის მიხედვით კვება?! – საკითხზე გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“, ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე საუბრობს.

„საიდანაც ხარ წარმოშობით, რაც იყო შენი საკვები საუკუნეების განმავლობაში, ის არის ის რაც არის შენთვის კარგი.

I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ხორცის გარეშე არ შეუძლიათ, რადგან მაღალი აქვთ მჟავიანობა კუჭის. თუ არ მიიღო საკვები, ხდება აგრესიული. სოდის შემცველი სასმელი სასარგებლოა, რადგან მადას აქვეითებს. კომბოსტო, არ არის მათთვის კარგი, ის აჩენს ფარისებრისადმი მიდრეკილებას. მძიმე მოსანელებელია მათთვის სოკო. ძალიან კარგია პომიდორი. კატეგორიულად არა ფორთოხალი და მანდარინი. მავნებელია ყავა და შავი ჩაი ისევე როგორც შვრიის ფაფა. კარგია მათთვის ზეითუნის ზეთი და კარაქი.

II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ კუჭის დაბალი მჟავიანობა. მათთვის დილით ყავა აუცილებელია. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ხორცს ვერ ინელებენ. მათი პირის აპარატიც კი ისეთი მოწყობილია, რომ ღეჭვა უჭირთ… უყვართ ტყემალი, ძმარი. კარგია შვრიის ფაფა. არ არის რეკომენდებული სოდიანი სასმელები. არ არის კარგი ციტრუსი. ცუდია მათთვის მარწყვიც. ქათამი, კვერცხი ინდაური მათთვის კარგია. კარგია ასევე ნადუღი, ყველი, მაწონი… კარგია მათთვის ზეითუნის ზეთი და კარაქი. ასევე ბოსტნეული.

III ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ფაქტობრივად ყველა საკვებს ინელებს გარდა ქათმის ხორცისა. III ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მოინელონ ბადრიჯანი და კომბოსტო. კარტოფილი მათთვისაც მძიმეა. ასევე ბროწეული და ხურმა არ არის რეკომენდებული.

IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს უწოდებენ ქრისტეს ჯგუფს. მე მათ პლასტმასის მჭამელებს ვუწოდებ. მათ ყველაზე დაბალი იმუნიტეტი აქვთ, არიან ონკოლოგიური დაავადებებისკენ მიდრეკილნი. ეს ჯგუფის სისხლი ყველაზე მეტად ახალგაზრდაა და მას მუტაციები აქვს. არის მიდრეკილი ყველანაირი ვირუსისა და ბაქტერიისკენ. ამ დროს კი ასეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია იოლად ადაპტაცია. IV ჯგუფი იოლად ინელებს მაიონეზს სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით.

„ერთ-ერთი ფსიქოლოგიური საშუალება, რომ მოინელო სიტუაცია ირგვლივ რაც ხდება, არის ის რომ დღეში ერთი ლუკმა, სულ ერთია რაც იქნება ისე გადაღეჭე, რომ წყლად იქცეს და გადაყლაპე“, – ამბობს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი.

☑️ თუ წონაში დაკლება გინდათ, როგორ ვიკვებოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით?!

☑️ თუ წონაში დაკლება გინდათ, როგორ ვიკვებოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით?! 🩸 როგორ მოქმედებს ნივთიერებაზე ცვლაზე სისხლის ჯგუფის მიხედვით კვება?! ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი – ნინო ვაშაკიძე

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 01 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g