LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იქნება მაგალითი სხვა თანამშრომლებისთვის – ხმალაძე მერიის თანამშრომლების დაკავებაზე

86

“ერთი რამ არის ძალიან ცუდი, რომ ყველამ ვერ გაიგო კორუფცია და კანონის დარღვევა”  – ასეთი შეფასება გააკეთა ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიის თანამშრომლების დაკავებაზე. მისივე თქმით, ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ასეთი ფაქტები ჩვენთვის იქნება შეურიგებელი და მუდმივად ვებრძვით ასეთ ფაქტებს.

” მოცემული შემთხვევა სამწუხაროა, მაგრამ მიმდინარეობს სამართალწარმოება. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპი, რასაც ქვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა გავაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები მანამ, სანამ სამართალწარმოება არ გამოავლენს ყველა საჭირო გარემოებას. ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც პოტენციურად კიდევ რაიმე ცუდი აქვს ჩაფიქრებული. ყველა შემთხვევა იქნება დროულად გამოვლენილი და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g