LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება რეალური გარღვევა ტურიზმის აღდგენაში“ – სახმელეთო საზღვრები ზაფხულისთვის გაიხსნება

76
107942234-3172988929457411-7739004234001377866-o-72290

ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრები, სავარაუდოდ, ზაფხულის პერიოდისთვის გაიხსნება.

„ჩვენ დავიწყეთ შემსუბუქება ყველაზე უფრო სენსიტიური თემით, რომელიც არა მარტო ტურისტებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ეხებოდა და ეს არის ღამის საათების შეზღუდვის შემოკლება, რაც გუნება-განწყობილებაზეც კარგად იმოქმედებს, ბიზნესზეც და ტურიზმზეც იმოქმედებს დადებითად. მეორე შემსუბუქება არის კაფე-რესტორნების ღია სივრცეების მუშაობის დაწყება შაბათ-კვირას. და მესამე ეტაპი იქნება მსჯელობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რადგან ეს იქნება მართლაც რეალური გარღვევა ტურიზმის აღდგენაში. ზაფხულის განმავლობაში ბევრი ტურისტი სწორედ სახმელეთო საზღვრით გვსტუმრობს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს კონკრეტული ვადის თქმა უჭირს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზაფხულის პერიოდისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები