LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ისტორიული მომენტია“ – ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

134
რუმინეთი და ბულგარეთი

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

რუმინეთმა და ბულგარეთმა ევროკავშირის „შენგენის ზონის“ სრული წევრობისთვის, სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს და შეუერთდნენ ქვეყნების ბლოკს, რომლის მცხოვრებლებსაც საპასპორტო კონტროლის გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ.

„როიტერის“ ცნობით, შენგენის ზონის წევრობა ფეიერვერკით აღნიშნეს ბულგარეთის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც ბულგარეთისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მდინარე დუნაის მეგობრობის ხიდზე ბარიერი სიმბოლურად გახსნეს.

„ეს ისტორიული მომენტია“, – აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ გლავჩევმა.

„სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან ფინეთამდე და დასავლეთისკენ პორტუგალიამდე საზღვრების გარეშე მოგზაურობა შეგიძლია“ – თქვა გლავჩევმა.

ფოტო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g