LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო საშინელება…“- ჯეი ლომ დუმილი დაარღვია, ბენ აფლეკთან განშორების შესახებ ისაუბრა და საოცარი „ლუქებით“ გაიბრწყინა Interview-ს გარეკანზე

3636
page

ჯენიფერ ლოპესი ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული ჟურნალის, Interview-ს 55 წლის, საიუბილეო გამოცემის გარეკანზე მოხვდა და საოცრად ავანგარდული „ლუქებით“ გაიბრწყინა. 55 წლის არტისტი და მსახიობმა ფოტოსესიისთვის საკმაოდ თამამი სამოსით პოზირებდა.

ინტერვიუში ჯეი ლომ მეუღლესთან, ბენ აფლეკთან განშორების შესახებ დუმილი პირველად დაარღვია და განაცხადა, რომ ეს პროცესი მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო.

„ეს იყო საშინელება, აუტანლად მტკივნეული. მე ამ ზაფხულში მიხვდი, რომ დროა საკუთარ თავთან ვიყო კომფორტში და ამისთვის არავინაა საჭირო. მე არასდროს არავის ვეძებ… ახლა ვხვდები, რომ დროა მარტო ვიყო… თუმცა, ცხოვრებაში ერთი წამითაც არაფერს ვნანობ. იყო მომენტები, რომ მეგონა, სიმარტოვე მომკლავდა, თუმცა მერე მივხვდი, რომ მე მარტო ყოფნითაც შემიძლია ბედნიერად ვიგრძნო თავი“, – აცხადებს ჯეი ლო.

ცნობისთვის, არტისტმა სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით საბუთები აგვისტოში შეიტანა, ბენ აფლეკთან განშორების პერიოდად აპრილი, მიზეზად კი მოუგვარებელი უთანხმოება მიუთითა.

„ბენი თავიდან შეუყვარდა“ – ჯეი ლოს „რომანტიკული სელფი“ და მოდური გამოჩენა დახეულ ჯინსებში

„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს

„ბენიფერი“ დასრულდა – უახლეს დეტალებს BBC ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები