საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა ფეხბურთელი „ვალენსიის“ საშინაო შეხვედრის შემდეგ დააჯილდოვეს.
გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მამარდაშვილმა 107 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე 88 ქულით ლაშა ბექაური, ხოლო მესამეზე 69 ქულით ლაშა ტალახაძე გავიდა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.
მამარდაშვილამდე გამარჯვება მხოლოდ ოთხ ქართველ ფეხბურთელს აქვს მოპოვებული, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას 2023 წელს.