LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს კანონი რუსულია და არ დაიჯეროთ სხვა განმარტება დაზომბებული მარიონეტებისგან” – ნატალია ყიფშიძე

188
2024-04-16_01-05-25_703534

ეს კანონი რუსულია და არ დაიჯეროთ სხვა განმარტება დაზომბებული მარიონეტებისგან, – აღნიშნულის შესახებ მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილმა, ნატალია ყიფშიძემ ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უკეთესი მომავლისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ.

,,დღევანდელ საქართველოში სიტყვა აპოლიტიკური არ არსებობს – ყველა ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მივმართავ ჩემს ნაცნობებს რომლებიც ხმას არ იღებენ და აქციაზე არ მოდიან რადგან არ უნდათ რომ პოლიტიკურ ჭრილში გამოჩნდნენ: წარმოიდგინეთ ომის დროს ბომბისგან თავის დაცვა “აპოლიტიკური ვარ” ძახილით მოახერხოთ. ხო სისულელეა? ხოდა ესე შეგვეხება ყველას ეს კანონი: ხელოვანებს, შშმ პირებს, არა სამთავრობო ორგანიზაციებს, ვაჭრებს, ყველანაირ პოზიციაზე მშრომელ ადამიანს და დიახ ინფლუენსერებს რომლებიც ხმას არ იღებენ.

აუცილებელია საქართველოს მოქალაქისთვის დღეს 19:00 პარლამენტთან დგომა. წინ ევროპისკენ! ეს კანონი რუსულია და არ დაიჯეროთ სხვა განმარტება დაზომბებული მარიონეტებისგან.

P.S
კომენტარებში ბმულს დავტოვებ რომ ამ აბსურდისგან იარაღად ცნობიერება გვქონდეს ყველა ჩვენგანს”, – ამბობს ნატალია ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები