LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო! ისეთი გამორჩეული… სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად…”

466
BeFunky-collage (14)

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და წერს, რომ ნანგრევებიდან გუშინ ამოყვანილი ქალი, რომელიც დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი მოსწავლე იყო.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

“ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო! გუშინ, ამ დროს ჯერ კიდევ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი დედა და დიასახლისი…. აი, ისეთი გამორჩეული მოსწავლე იყო განსაკუთრებულად რომ ამახსოვრდებათ კლასის დამრიგებლებს…სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად…ვეღარ გაუძლო მისმა სიკეთით სავსე გულმა და წავიდა თავის შვილებთან.

ვუსამძიმრებ ნასაკირალს, მეკეიძეების გაუბედურებულ ოჯახს და ყველას….”.

 

ტრაგედიას ამ დროისთვის 6 გარდაცვლილი ჰყავს. 

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g