LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მეხუთე ტალღის დასაწყისია, ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია: მარინა ენდელაძე

71
მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირეული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არაპროგნოზირებადია. ენდელაძე ვითარებას მეხუთე ტალღის დასაწყისად მიიჩნევს, რაც ვაქცინაციის დაბალ ტემპთანაა დაკავშირებული.

“არ არის საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის ვაქცინირებული და გარდა ამისა, ისევ არ ვიცავთ რეგულაციებს.” – აცხადებს ენდელაძე

მარინა ენდელაძ არ გამორიცხავს რომ პიკი მეტი იყოს, ვიდრე აგვისტოში.

ამასთან ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთ ხელმძღვანელის განცხადებით, გავრცელებული აზრი, რომ კოვიდ 19 აცრილებსაც ემართებათ, სწორია, მაგრამ არა ყველას და ვისაც ემართება. ისინი არ არიან ჰოსპიტალში მოთავსებულები. ხოლო თუ მოთავსდნენ, მათი მდგომარეობა არ მძიმდება.

ჩვენი მაინც ყველაზე მეტი მიზანი ხომ ის არის, რომ სიკვდილობა არ გვქონდეს და ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს?! თუ ეს გვინდა, უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g