LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მოგონებები არის ზღაპარი.. ისეთი გაგიჟებული ვარ საახალწლო განათებებზე, რომ მთელ ქალაქს წრე დავარტყი და ყველა განათება ვნახე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

349
BeFunky-collage (4)

გადაცემის „შენი დილა“ რუბრიკას „რა მოხდა ერთხელ ახალ წელს“ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სტუმრობდა, სადაც საახალწლო ტრადიციასა და რიტუალებზე ისაუბრა.

„ახალი წელი ჩვენს სახლში რიტუალურია და იწყება ნაძვის ხის აწყობით.. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წყალტუბოში ვცხოვრობდით, დედაჩემი და მამაჩემი სამოგზაუროდ რომ მიდიოდნენ, მახსოვს მამაჩემის წუწუნი, დედაჩემი აიძულებდა რაღაც სათამაშოების ჩამოტანას.. ყოველთვის არსებობდა კონკრეტული დღე, როცა დაჯი ნაძვის ხეს აწყობდა.. ყველა სათამაშოს თავისი ისტორია აქვს..

დედასთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ნაძვის ხის აწყობა, ამბობდა რომ ყოველ წელს ნაძვის ხეს უნდა ჰქონდეს ერთი ახალი სათამაშოო.. გვაიძულებდა, რომ ახალი წლის ღამეს ყველა ერთად ვყოფილიყავით.. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ჯადოსნურია ეს ტრადიციები.. ეს მოგონებები არის ზღაპარი..

რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნანუკა ჟორჟოლიანის ისტორია ?

? “ახალი წელი ჩვენს სახლში რიტუალურია და იწყება ნაძვის ხის აწყობით…” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნანუკა ჟორჟოლიანის ისტორია ?

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024

ისეთი გაგიჟებული ვარ საახალწლო განათებებზე, რომ მთელ ქალაქს წრე დავარტყი და ყველა განათება ვნახე, რადგან მე მომწონს, როდესაც ყველგან იგრძნობა ზეიმი“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g