,,ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მეილზე მიღებულ წერილს , სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ტელევიზია 500 000 ბიტკოინს სამ დღეში არ გადაურიცხავს, იმ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, რასაც ისინი უფრთხილდებიან.
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს.
კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას,” – წერს ვატო წერეთელი

28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები.
„პროსერვისი“ – მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს
თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი.
