LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ოფიციალური ქრთამია: ფიფას და ყატარს არ ეშვებიან და კონტრაქტი ამოუქექეს

123
methode_sundaytimes_prodmigration_web_bin_b8db01bd-bed8-4779-abd2-92bf684fbf8d

The Sunday Times-მა ყატარსა და ფიფას შორის 400 მლნ დოლარიანი ტვ-კონტრაქტი ნახა. წერენ, რომ ეს ოფიციალური ქრთამია.

The Sunday Times ფიფასთან აქტიურ ომს აგრძელებს. კვირას ახალი გამოძიება გამოვიდა, აი მისი მთავარი თეზისები:

  • 2018/2022 მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევამდე 21 დღით ადრე ყატარის არხმა Al Jazeerа-მ (მისი მფლობელია ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი, ყატარის ემირი) ფიფასთან 400 მლნ დოლარის სატელევიზიო კონტრაქტი გააფორმა. ამის დასამტკიცებლად The Sunday Times სქრინებს აქვეყნებს. მოყვანილია საკვანძო პუნქტები და Al Jazeera-ას გენმენეჯერის ნასერ ალ-ხელაიფის (პსჟ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი და უეფას აღმასკომის წევრი), ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის და გენმდივან ჟერომ ვალკეს ხელმოწერები.
  • ირკვევა, რომ Al Jazeerа-მ გამოისყიდა 2015-დან 2018 წლამდე ფიფას ყველა შეჯიბრის ჩვენების უფლება 150 მილიონად და კიდევ 150 მილიონად 2019-დან 2022 წლამდე ყატარის მუნდიალის ჩათვლით. საუბარია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე ტრანსლაციაზე. ყველაზე მთავარი: კონტრაქტშია 100 მლნ დოლარის ბონუსი, თუ ფიფა 2022 წლის მსოფლიო პირველობას ყატარს მისცემდა.

 

  • ხელშეკრულებაზე საბოლოო ხელმოწერები გაჩნდა 11 ნოემბერს, მასპინძელი ქვეყანა აირჩიეს 2 დეკემბერს.

  • The Sunday Times-ის მონაცემებით, შეთანხმებაში მოყვანილი ციფრები 5-ჯერ აღემატება ამ რეგიონის წინა ტვ-კონტრაქტებს.
  • The Sunday Times წერს, რომ სამი წლის შემდეგ ყატარმა 480 მლნ დოლარის კიდევ ერთი კონტრაქტი შეთავაზა უკვე კომპანია beIN Media Group-ის სახელით (შვილობილი კომპანია). დეტალები და სქრინები ამ შემთხვევაში არ არის. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კონტრაქტით ყატარი შეეცადა მაიკლ გარსიას მოხსენებიდან თეზისების ნაწილი მიეჩქმალა. ეს კაცი კი ფიფამ იქირავა კორუფციის გამოძიებისთვის. 2014-ის დეკემბერში გარსიამ უარი თქვა ფიფასთან თანამშრომლობაზე, რადგან ორგანიზაციამ იუარა გამოძიების სრული ვერსიის გამოქვეყნება. და მაინც, მისმა სამუშაომ ფიფაში მასშტაბური რევოლუცია და პრეზიდენტ ზეპ ბლატერის გადადგომა გამოიწვია.
  • ეს The Sunday Times-ის პირველი მხილება არ არის. 2018 წლამდე აქცენტი რუსეთზე კეთდებოდა, ახლა ყატარზე. მაგალითად, გამოცემა წერდა, რომ ფიფას აღმასკომის ორ წევრს (ამადუ დიაკიტე და ისმაილ ბჰამჯი) 1.2 მლნ დოლარი შეთავაზეს იმ დეკემბრის არჩევნებზე სასურველი ხმებისთვის. ორივე მათგანი ჩამოშორებულია საფეხბურთო საქმიანობას, ოღონდ არა ქრთამისთვის, არამედ ფიფას შიდა წესების დარღვევისთვის.

 

ასევე, The Sunday Times-ის მონაცემებით, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ჰამამიმ (სამუდამოდ ჩამოაშორეს ფეხბურთს) საიდუმლო გადარიცხვებით დაახლოებით 5 მლნ დოლარი დახარჯა ყატარის განაცხადის მხარდასაჭერად.

დაველოდოთ ფიფას პასუხს, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების 48 გუნდამდე გაზრდაზე და თან მატჩების ნაწილის მეზობელ ომანსა და ქუვეითში გამართვაზე ფიქრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები