LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო” – ჯანმო-ს წარმომადგენელი

306
herer

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუს ეილვარდი აცხადებს, რომ პანდემია მსოფლიოში 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

ამის მიზეზად ეილვარდი ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებს.

„ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ, თორემ იცით რა? პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს,”-განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ კრიზისი „ადვილად გადაიწევს 2022 წელში“.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g