ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უფროსი ქალიშვილი, 19 წლის ვაიოლეტი საზოგადოების კრიტიკის სამიზნე გახდა. საქმე ისაა, რომ ის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, ღონისძიებაზე, „ჯანსაღი ჰაერი: გლობალური მოწოდება მოქმედებისკენ“ კვლავ პირბადით წარსდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე და საზოგადოებას ყველგან მისი გამოყენებისკენ მოუწოდა.
თავის გამოსვლაში „იელის უნივერსიტეტის“ სტუდენტმა ხაზი გაუსვა სუფთა, გაფილტრული ჰაერისთვის სხვადასხვა პროგრამებში ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობას. მან მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიოს ლიდერები, ვინც ნიღბების გარეშე ცხოვრებას მხარს უჭერს.
„მისახედია ეს გოგო“, „რატომ გვასწავლის ჭკუას ეს გოგო“, „ზედმეტი ხომ არ მოსდის“, „ეს რაღაც პარანოიას ჰგავს“, – ასე ეხმაურებიან ვაიოლეტის გამოსვლას მედიაში.
„ის თავს გამოყენებულად გრძნობს“- ვაიოლეტ აფლეკმა ჯეი ლოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ქალიშვილი ჯენიფერ ლოპესის კაბაში გამოჩნდა





