LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს რაღაც ახალია: გიორგი არაბიძე ევროპის „ოქროს ბიჭობის“ კანდიდატია

59

იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობის (Golden Boy 2018) კანდიდატები დაასახელა. გაფართოებული სიაში მხოლოდ 20-წლამდელი ფეხბურთელები დაასახელეს და მათ შორის გიორგი არაბიძეც მოხვდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის“ ქართველი შემტევი სოლიდურ კამპანიაში – სიაში არიან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გმირი, საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე, “რომაში“ ახლახანს გადასული ჰოლანდიელი თავდამსხმელი ჯასტინ კლუივერტი, “რეალის“ მეკარე ლუკა ზიდანი, “ბარსელონას” იმედად მონათლული კარლეს ალენა.

გიორგი არაბიძე გამოკითხვაში კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ერთად მე-9-მე-13 ადგილებს იყოფს.

1. ჯასტინ ბელოუ, “ფეიენოორდი”, 6%

2-4.
მატიას დე ლიგტი, “აიაქსი”, 5%
მანუელ ალონსო მანუ გარსია, “ბრედა”, 5%
კილიამ მბაპე, პსჟ, 5%

5-8.
ჯონ ალექსანდრ-არნოლდი, “ლივერპული”, 4%
იანის ჰაჯი, “ვიტორული”, 4%
კალუმ ჰადსონ-ოდოი, “ჩელსი”, 4%
დეიან ჯოველიჩი, “სტელა როსა”, 4%

9-13.
გიორგი არაბიძე, “შახტარი 2”, 3%
პატრიკ კუტრონე, “მილანი”, 3%
ფილიპ ვალტერ ფოდენი, “მანჩესტერ სიტი”, 3%
ენრიკე ლინკოლნი, “რიზესპორი”, 3%
მიხაილ პავლოვიჩ-ლისოვი, “ლოკომოტივი”, 3%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები