LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარიყო, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც“ – ტორესა მოსი

204
ტორესა მოსი

„ეს რომ მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით „ლაფატკით“ ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ“, – ამის შესახებ მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს და რეგიონებში სტიქიასა და დიდთოვლობას ეხმიანება.

სალომე ზურაბიშვილი: „გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე“

ტორესა მოსი წერს, რომ ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იმის რწმენამ გადაარჩინოს, რომ დახმარება გზაშია და ის მარტო არ არის.

„მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ზუსტად ახლა და ზუსტად მე უნდა ვაღიარო, რომ ეს რომ მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით „ლაფატკით“ ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ. ვნახავდით ტრაქტორზე შემხტარს. ვნახავდით როგორ ამხობს თავზე რომელიმე გამგებელს, რომელმაც რაღაც არ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა.

ამაზე *** პერო საზოგადოება დავცინებდით, ვიტყოდით, რომ ეს კაცი პოპულისტია, კაი რა, აი, რა დროს ამის პოზიორობაა, მაგრამ იქ, თოვლში ჩარჩენილ ხალხს ეცოდინებოდა, რომ სახელმწიფო იქ არის, რომ მარტო არ არიან, რომ პრეზიდენტი პირადად არის ჩასული და ყველა ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.

და ჰო, ახლა ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ზოგჯერ რაღაც არ არის მარტო პოპულიზმი. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იმის რწმენამ გადაარჩინოს, რომ დახმარება გზაშია და ის მარტო არ არის.

„ქოცების“ შედარება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ შეიძლება. „ქოცებმა“ ჩაიდინეს ყველა ის დანაშაული, რისთვისაც პასუხს ვთხოვდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩაიდინეს გაცილებით უარესი. მათ გააკეთეს ის, რაც არ გააკეთა სააკაშვილმა 2012 წელს და არჩევნებში მარცხი აღიარა, ხელისუფლება გადააბარა და არ შეგვითრია მთელი ქვეყანა ამ დამღუპველ სცენარში.

ომი არ მინდა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თუ ამ ქვეყანას კვლავ დაესხმება თავს რუსეთი, ან ნებისმიერი ვინმე, მყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს. მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანას არ მართავს დამფრთხალი კაცი, რომელიც თავდასხმის პირველივე წუთებში არ დაქოქავს თვითმფრინავს და სადმე თბილ ქვეყნებში არ გაფრინდება.

„ქართული ოცნება“ გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილად და მათთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ყველაზე პატრიოტული, რეფორმატორული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც გრძნობდა პასუხისმგებლობას და აშენებდა სახელმწიფოს.

ამიტომ, დღეიდან, როცა პროპაგანდისტები გეტყვიან, რომ „ნაცი“ ხართ, გამოდით თავის მართლების რეჟიმიდან. „ქოცებზე“ უარესი ამ ქვეყანას არავინ და არაფერი ახსოვს“, – წერს ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.

„ენერგო პრო ჯორჯია“ – „საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“

შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად“

მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ზუსტად ახლა და…

Posted by Toresa Mossy on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025

ფოტო სლაიდზე: „ფეისბუკის ჯგუფი“ – „მოხალისეები გურიისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g