სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – ამის შესახებ მან საკუთარ სახლთან თავად განაცხადა და თქვა, რომ ადვოკატთან ერთად სახლში შესვლისა ჩხრეკაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.
„დილის 9-ის ნახევრიდან ჩხრეკა მიმდინარეობს დედაჩემის [ნანუკა ჟორჟოლიანი] სახლში, მარიამ ბაჯელიძის სახლში, ახლა ჩემს სახლში, მაგრამ ჩემთან განსხვავებული ისაა, რომ სახლში ჩხრეკა ისე მიმდინარეობს, რომ არც მე მიშვებენ და არც ადვოკატს.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს
„მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“. –
სახლში, სავარაუდოდ ბიძაჩემია, მაგრამ ტელეფონზე რომ ვურეკავ, გამორთული აქვს. სახლში შესულები არიან იმიტომ, რომ არის ჩემს სახელზე და შესაბამისად, ეს მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვითხოვ შევიდე და ვნახო რა ხდება.
ეს უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია და ეს ამ ყველაფრის ცალკე, კომიკური ნაწილია. ვითხოვ, რომ ჩხრეკაზე მე და ადვოკატი დაგვასწრონ, არ გვიშვებენ“. – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მარიამ გეგუჩაძემ.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის – ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.
ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის – ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.