LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს წარმოუდგენლად ლამაზია: პრინცესა ქეითმა ქალიშვილთან, პრინცესა შარლოტასთან ერთად საშობაო დუეტი შეასრულა

144
ეს წარმოუდგენლად ლამაზია პრინცესა ქეითმა თავის ქალიშვილთან, პრინცესა შარლოტასთან ერთად საშობაო დუეტი შეასრულა

წელს უელსის პრინცესა ქეითმ მიდლტონმა ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში კონცერტი სახელწოდებით „ერთად შობას“ გამართა. მან და მისმა ქალიშვილმა შარლოტამ სტუმრებისთვის სიურპრიზი მოამზადეს. ბრიტანული ტელეარხის, ITV-ის სპეციალური ტრანსლაციის გახსნის ვიდეორგოლში ქეითმა და შარლოტმა შეასრულეს ერლანდ კუპერის Holm Sound. ვიდეორგოლი გაფორმებული იყო კონცერტის კადრებით, რომლებსაც თან ახლდა უელსის პრინცესას გახმოვანება, რომელმაც სპეციალური წერილი წაიკითხა.

უელსის ოჯახი შობის მოლოდინში – ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ტრადიციული საშობაო ბარათი წარადგინეს

თავისი არსით, შობა სიყვარულის აყვავებაა, რომელიც უმარტივესი, ყველაზე ადამიანური ფორმებით იშლება“ – ამბობს პრინცესა ქეითი უელსის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.  

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქეითმა თავისი მუსიკალური ნიჭი წარმოაჩინა. 2021 წელს მან საშობაო კონცერტზე ფორტეპიანოზე დაუკრა, შოტლანდიელ მომღერალ ტომ უოკერთან ერთად.

რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g