LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია: მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია – ეკონომიკის მინისტრი

137
118827594-3321915877898048-4613183207856015544-o

მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,-  აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განმარტებით, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ”,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g