თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი ვახო სანაიას თვდამსხმელების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
მე არ მჯერა ვახო სანაიასი, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა – “უცნობი”
„ეს ადამიანები არიან პოლიტმედია ბულინგის მსხვერპლები და სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იცავს სახელმწიფო ინსტიტუტები, ამიტომ გამოვედით ჩვენ, ქართული საზოგადოება და ამ ბიჭებს აუცილებლად დავიცავთ, მინიმუმ იქამდე, სანამ არ დადგება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება“. – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა მარტის თვეში მოხდა. ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.