LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეშმაკი კაცია ლუკაშენკო…უკრაინის ომში უფრო აქტიურად ჩართვის სანაცვლოდ ცდილობს მინიშნებები გაუკეთოს პუტინს, რომ აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებაზე თანახმა იქნება: რამაზ საყვარელიძე

120
რამაზ საყვარელიძე

ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, “აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები” დაამყარონ.

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეოს ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ლუკაშენკო აღნიშნული ვიზიტით, პუტინისთვის მინიშნების გაკეთებას ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტში უფრო აქტიურად ჩართვის სანაცვლოდ, ბელარუსი მზად იქნება აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.

პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

„ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი იზოლირებული მოვლენა არ არის, ვლადიმერ პუტინის რომელიღაც სტრატეგიაზე არის მინიშნება. ამდენად არის მნიშვნელოვანი, თორემ ლუკაშენკო აფხაზეთზე არ ფიქრობს და რაიმე გეგმები აფხაზეთთან დაკავშირებით არ აქვს. მას არც ჰქონდა აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარებული, არ იხედებოდა ამ რეგიონებისკენ და ბეჯითად ცდილობდა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ახლა, ამ ეტაპზე სხვა  საკითხებში უწევს ლუკაშენკო წინააღმდეგობას და ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტში შეძლებისდაგვარად არ ჩაერთოს. არაა გამორიცხული, რომ უკრაინის კონფლიქტში უფრო აქტიურად ჩართვის საფასურად მან აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. „აღიაროს“ ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე, ეშმაკი კაცია ბელარუსის პრეზიდენტი და ცდილობს მინიშნებები გაუკეთოს პუტინს, რომ ის აღიარებაზე თანახმა იქნება. 

ძნელი სათქმელია, რამდენად აინტერესებს პუტინს ამჟამად ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა და გაცილებით მცირე ქვეყნებისთვისაც არ გვემეტება ეს პოლიტიკა. გვახსოვს,რომ მცირე ქვეყნებმა, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაბედეს, შემდეგ გადავათქმევინეთ.

ალექსანდრ ლუკაშენკოს უკვე ეკუთვნის შეზღუდვები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რადგან აფხაზეთში იყო ჩასული, საქართველოში ვეღარ ჩამოვა. ეს იმ კანონის მიხედვით, რომელიც არსებობს. დანარჩენი ურთიერთობები ალბათ მინიმუმამდე დავა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g