ეშტონ კუტჩერმა ყოფილ მეუღლეზე, დემი მურზე, იშვიათი საჯარო კომენტარი გააკეთა და მისი პროფესიული წარმატება განსაკუთრებულად შეაქო.
47 წლის მსახიობი თავისი ახალი სერიალის, The Beauty პრემიერაზე იმყოფებოდა. ინტერვიუ მან Entertainment Tonight-ს მისცა. მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ მისი ახალი პროექტს ხშირად ადარებენ მურის 2024 წლის ფილმს, „სუბსტანციას“, ეშტონმა განაცხადა:
„დემის შესრულება ამ ფილმში აშკარად განსაკუთრებული იყო. მან არაერთი აღიარება მოიპოვა. ძალიან ვამაყობ მისით, მან საოცრად იმუშავა“, – თქვა კუტჩერმა ინტერვიუში.
ცნობისთვის, დემი მური და ეშტონ კუტჩერი სასიყვარულო ურთიერთობაში 2005 წლიდან, 2011 წლამდე იყვნენ. განქორწინების პროცესი ოფიციალურად ორი წლის შემდეგ დასრულდა. მურმა 2019 წელს გამოსულ მემუარებში Inside Out კატჩერი ღალატში დაადანაშაულა.
62 წლის დემი მური „ოსკარზე“ პირველად წარადგინეს

