LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელმა კაცმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ირბინა და გინესის რეკორდი დაამყარა

113
1084214_9373290_spanish-man-running-in-heels_updates

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილება არც თუ ისე მარტივი პროცესია, ქუსლებზე დიდი დროის გატარება კუნთების ტკივილსაც იწვევს. თუმცა, ამან ვერ შეაჩერა ესპანელი კაცი, რომელმაც ქუსლებით არა სიარული, არამედ პირდაპირ სირბილი დაიწყო.

კრისტიან რობერტო ლოპეზ როდრიგესმა 100 მეტრიანი დისტანცია 12,82 წამში დაფარა და გინესის წიგნმა ახალი რეკორდი ოფიციალურად დაადასტურა. სირბილის დროს ესპანელს 7 სმ-იანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი ეცვა.
აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი გერმანელ ანდრე ორტოლფის ეკუთვნოდა, მან იგივე დისტანცია 2019 წელს 14,02 წამში გაირბინა.

საბედნიეროდ, კრისტიანმა თავისი გარბენი დაცემის გარეშე დაასრულა, არადა ამის შესაძლებლობა ძალიან დიდი იყო.

„მოსამზადებელი პროცესი ძალიან დამღლელი და სპეციფიკური იყო“, – იხსენებს რეკორდსმენი, – „ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მერბინა მაღალი ქუსლით, თან მაღალი სიჩქარით. ესპანეთში ასეთი შეჯიბრებები ხშირად ტარდება და ცუდად არასდროს დამისრულებია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები